სერვისები ავტომატიზაცია
ავტომატიზაცია იმ საქმისთვის, რომელსაც გუნდი ხელით აკეთებს
თუ თქვენი გუნდი ყოველდღე ერთსა და იმავე ცხრილს ანახლებს, ერთსა და იმავე ციფრებს აკოპირებს ან ერთნაირ ინვოისებს ამზადებს, ამას პატარა ბოტი გააკეთებს, იმ ხელსაწყოებში, რომლებსაც უკვე იყენებთ, მაგალითად Telegram-სა და Excel-ში.
დაგვიკავშირდითრა შეუძლია
- ცხრილის განახლება შეტყობინებით. თანამშრომელი წერს „ნინომ სრულად გადაიხადა“ და საჭირო სტრიქონი იცვლება.
- დოკუმენტების მომზადება. ინვოისები, დადასტურებები და ანგარიშები, შევსებული და გაგზავნილი.
- ყველაფერი ერთ ადგილას. ჯავშნები, შეკვეთები ან მოთხოვნები ერთ ცხრილში, ისე, რომ არაფრის ორჯერ აკრეფა არ მოგიწიოთ.
- შეხსენებები და ანგარიშები. ყოველდღიური შეჯამება, შეხსენება გადაუხდელ ინვოისზე, შეტყობინება, როცა რამე იცვლება.
მაგალითი
ტუროპერატორის გუნდი ახლა Excel-ის გახსნის ნაცვლად ბოტს სწერს.
@guramtourbot Telegram-ის შეტყობინებებიდან იღებს გადახდებს, ტურის ახალ წევრებსა და ტურების ცვლილებებს, ანახლებს ცხრილს და ამზადებს ინვოისებს. არავის მოუწია ახალი სისტემის სწავლა ან მონაცემების გადატანა.
ფასი და ვადები
ოცწუთიანი ზარის შემდეგ წერილობით იღებთ ფიქსირებულ ფასსა და ვადებს. გაშვების შემდეგ ბოტს ჩვენ ვუვლით, ცვლილებები კი წინასწარ თანხმდება.
